11:31 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 17:27:31, 2958 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: ფასიანი ქაღალდების ბაზარი იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს

„ფასიანი ქაღალდების ბაზარი იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, ფასიანი ქაღალდების ბაზარი ქვეყანაში უფრო და უფრო იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც იყოს გამჭვირვალობის ის ხარისხი, რომელიც სანდოობას შემატებს ბაზარს და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ინვესტორების დაცვის მიმართულებით.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი რამდენიმე ძირითად საკითს აერთიანებს, მათ შორის - საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტთა და საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნების შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებთან დაახლოებას, ასევე  ფასიანი ქაღალდების ბაზრის მანიპულაციის და ინსაიდერული ვაჭრობის აკრძალვას, დარეგულირებას და ამ საკითხებთან დაკავშირებულ ვალდებულებების დაწესებას.

„პარლამენტში  პირველი მოსმენით განიხილეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ეხება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდის საკითხებს, რაც კანონში აქამდე სათანადო დონეზე არ იყო დარეგულირებული და  არ იყო შესაბამისობაში საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებთან, რაც ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გათვალისწინებული", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics