03:24 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 16:33:53, 1579 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - სამწუხაროა, რომ რუსეთი ისევ განაგრძობს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს

„სამწუხაროა, რომ რუსეთი ისევ განაგრძობს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გატაცებული მამაკაცის საკითხს.

მისი თქმით, მათი მიზანი ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ყოფნაა.

„სამწუხაროა, რომ რუსეთი ისევ განაგრძობს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს. ბუნებრივია, ამას თავისი მიზანი გააჩნია, რომ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო მუდმივად ამყოფოს დაძაბულობის რეჟიმში. ის იყენებს თავის საოკუპაციო ძალას და ამ პროცესებში ზოგადად, ყოველდღიურად ჩართვა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი საოკუპაციო ზრახვების განმტკიცებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ძალა არის ჩვენს სიმართლეში და საერთშორისო პარტნიორებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, დღეს, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტებმა სოფელ აძვის მკვიდრი 60 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics