|
2015-08-01 09:59:52, 449 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტის საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს
საქართველოს პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ვეტო იქნება შესაძლებლობა, მმართველი გუნდი მის მოტივირებულ შენიშვნებზე დაფიქრდეს. "არ განვიხილავ, რომ ეს ასე გადაწყდეს. არის ემოცია, რომელიც უკავშირდება მცდელობას, რომ ჩემთან მოხდეს დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ არ შევდივარ ამ დაპირისპირებაში და არ ვაპირებ. ეს ემოციები, ალბათ, ნელ-ნელა დამშვიდდება. ალბათ, მანამ, სანამ ასეთი აგრესიული რეაქცია იქნება, წაიკითხავენ ამ კანონპროექტს და იქნებ დაინახონ, რომ ეს ძალიან საინტერესო გამოსავალია, რომელიც აძლევს საშუალებას ამ სიტუაციის განმუხტვის. დაინახონ, რომ მე არ ვუპირისპირდები და არ ვებრძვი მათ. დაინახონ, რომ მე ერთგული ვარ იმ ღირებულებების, რაზეც ერთად ვსაუბრობდით დაახლოებით სამი წლის წინ, რომ ქვეყანა ასე უფრო გაძლიერდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)