|
2020-02-24 15:50:12, 1975 ნახვა
საზოგადოება
ნატა ფერაძე - ბიჩოკივით გადმომაგდეს მერიიდან
„გადმომაგდეს „ბიჩოკივით“ მერიიდან“, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან „ანას ბაღის“ დამცველების მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის მერიის შენობაში შესვლას ცდილობდა, რომლის საშუალებაც დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს და შენობიდან გამოაგდეს. დაცვის თანამშრომლებთან დაპირისპირების შედეგად, ნატა ფერაძემ ფეხზე დაზიანება მიიღო. „ამას გამოშვება ქვია რაც მიქნეს? გადმომაგდეს „ბიჩოკივით“ მერიიდან. მოვითხოვდი, რომ ყველა მოქალაქე შემოეშვათ, რადგან აქციის მონაწილეებს არ უშვებდნენ და უშვებდნენ სხვა მოქალაქეებს. ასე ხელი მომკიდეს და გადმომაგდეს. სანამ კარს ჩარაზავდნენ შიგნით შევედი“, - განაცხადა ნატა ფერაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერიასთან „ანას ბაღის“ დამცველების აქცია იმართება. აქციის მონაწილეები იმ სკვერის აღდგენას ითხოვენ რომელიც, რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახსრებით მოაწყვეს, დღეს დილით კი კომპანიის თანამშრომლებმა დაანგრიეს.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)