|
2020-02-24 12:03:06, 953 ნახვა
საზოგადოება
თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს
თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა მარტში დაიწყება და UX-ით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, უსასყიდლოდ შეისწავლონ ახალ პროფესია ან ამ მიმართულებით საკუთარი ცოდნა გაიღრმაონ. კურსს სპეციალურად მოწვეული უცხოელი მენტორები გაუძღვებიან, რომლებიც კვირაში 5 დღის განმავლობაში, ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ რეალურ პროექტებზე იმუშაონ. კურსზე მოსახვედრად სტუდენტებმა რეგისტრაცია ონლაინ უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე - https://forms.gle/txFTHChXTDrG1bsU7 . აპლიკანტების შერჩევა ჟიურის მიერ გასაუბრების და ტესტირების შემდეგ მოხდება. საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წამოიწყო. IT აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. 2019 წელს თიბისი IT აკადემიაში უკვე 120-მა ახალგაზრდამ გაიარა Front-end და Back-end development ის კურსები. ყველა წარმატებული სტუდენტი თიბისი ჯგუფში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა. 2020 წელს აკადემიაში 200-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას. დაგეგმილია სტუდენტებისთვის ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების და კონკურსის ჩატარებაც. 2020 წლის გაზაფხულზე, UX-ის გარდა, თიბისი IT აკადემიაში Android და IOS development-ის კურსებზეც დაიწყება სწავლა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ: · IOS Bootcamp- https://forms.gle/dJrYBQGA846QFvKJ7 · Android Bootcamp - https://forms.gle/BPdZ3UkR8tCB17Wd8
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)