|
2020-02-14 18:30:09, 1788 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა
კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. აღნიშნული ინფორმაცია, „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. უწყების ცნობით, ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი, მერიასა და „სითი პარკს“ შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე. „შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა. თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამის შემდეგ „სითი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მიღწეული იქნა ოპტიმალური შეთანხმება, რომლის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აიღო ვალდებულება პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან „სითი პარკს“ 4 მლნ 300 ათას აშშ დოლარი გადაუხადოს. თავის მხრივ, კომპანიამ უარი განაცხადა დავაზე და აიღო ვალდებულება, რომ მის კუთვნილებაში არსებული აქტივები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცეს. ამით მუნიციპალიტეტმა დაზოგა საერთაშორისო დავისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახსრები და მიიღო აქტივები, რომელიც ესაჭიროებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. მოგეხსენებათ, 2018 წლის 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია წარმატებით მართავს პარკირების სისტემას და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ მიიმართება“, - აღნიშნული თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)