|
2020-02-14 14:29:01, 857 ნახვა
საზოგადოება
ქართული ვაზის და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით კულტურის ცენტრი შეიქმნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მოწყობა დაიწყო. შეიქმნება ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი, სადაც ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა მოეწყობა. ვაზის, ხეხილოვანი და აგროსატყეო კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტეში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზეა განთავსებული. დღეისათვის, საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 470-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიში. იშვიათი ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს. ვაზის ხარისხიანი ნერგით ბაზრის უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს 2019 წლიდან ახორციელებს. სერტიფიცირების სისტემა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და მათ გავრცელებას ადგილწარმოშობის ზონებში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ დახმარებით, ჯიღაურას ბაზაზე შეიქმნება მაღალი კატეგორიის სადედე ნარგაობები, რაც ხელს შეუწყობს ფერმერთა სადედე მასალით მომარაგებას. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აგრძელებს ქართული ვაზის ჯიშების და ველური ფორმების დნმ იდენტიფიკაციას, მონაცემთა ბაზის შექმნას და მის დაკავშირებას საერთაშორისო ინსტიტუციებთან. აღდგენილი ძველი ქართული ჯიშები დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს ცნობილ წამყვან ჯიშებთან ერთად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)