06:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 16:07:26, 1705 ნახვა

სამართალი
ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურატურაში მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადების შეტანის თაობაზეა დაბარებული.

ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა და კახა კოჟორიძემ მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე ვანო ზარდიაშვილთან ერთად ღამის საათებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კაბინეტში იმყოფებოდა, სადაც გადაწყდა ის საკითხი, რომ გიორგი არევაძე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თვითაცილებას გააკეთებდა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics