|
2020-02-11 13:27:44, 1271 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე უგულავას დაკავებაზე - არაერთი პირი ასჯერ და ორასჯერ ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო, უფრო მკაცრ სასჯელს იღებეს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთი პირი გასამართლებულია და ასჯერ და ორასჯერ ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო, უფრო მკაცრ სასჯელს იღებენ“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავას დაკავებას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე. მანვე აღნიშნა, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში კანონდარღვევა არაფერია. „არამც თუ პოლიტიკური დევნა მე გეტყვით რაში მდგომარეობს მთავარი ტყუილი იმ ადამიანების, ვინც ამას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. ისინი აპელირებენ იმაზე, თითქოს ეს არის ორჯერ გასამართლება ერთსა და იმავე საქმეზე, რაც აბსოლუტურად ცრუ მესიჯია. ერთი მთავარი არგუმენტიდან გამომდინარე, პროკურატურა ყველა ეტაპზე 2013 წლიდან მოყოლებული ამბობდა, რომ ეს არის გაფლანგვა, რაშიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები არ დაეთანხმნენ და პროკურატურის ეს პოზიცია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა. ამაში კანონდარღვევა არაფერია. ჩვენ შეგვიძლია ისინი ტყუილშიც ვამხილოთ. ისინი საუბრობენ პროცედურულ დარღვევაზე იქ, სადაც ეს არაა და არ საუბრობენ 48 მილიონის გაფლანგვაზე. ამ დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთი პირი გასამართლებულია და ასჯერ და ორასჯერ ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო, უფრო მკაცრ სასჯელს იღებენ. მაგალითად ფოთის მერი, ბათუმის მერი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და ა.შ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)