|
2020-02-11 10:53:41, 909 ნახვა
საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში სარაგბო კომპლექსი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
„მიმდინარე წელს ზემო ფონიჭალაში, სარაგბო კომპლექსი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა“, - ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ ვიდეოდიალოგის დროს მოქალაქის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კრწანისის გამგეობისთვის 2018-2019 წლებში რეკრეაციული სივრცეების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო. „ორი წლის განმავლობაში შევძელით, დაახლოებით, 3 ჰექტარი რეკრეაციული სივრცის შექმნა. მოსახლეობას გასულ წელს ამავე ფორმატში დავპირდით, ზემო ფონიჭალაში სარაგბო კომპლექსის მშენებლობა. დღეს გამოვაცხადეთ სამუშაოებზე ტენდერი და სულ მალე, ფონიჭალაში 12 000 კვადრატული მეტრი ფართობის სკვერის გაგრძელებაზე სარაგბო მოედანი მოეწყობა. ასევე, დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც ფონიჭალაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაცილი სივრცის მოწყობასაც ითვალისწინებს. წელს დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც კრწანისის რაიონს კიდევ უფრო გამწვანებულს გახდის“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ. კრწანისის რაიონის გამგეობამ 2018-2019 წლებში ზემო ფონიჭალაში სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოაწყო, რომელიც თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი. ტერიტორიაზე განთავსებულია ორი სპორტული მოედანი და საბავშვო ზონები. სკვერის უკანა ნაწილში, მიმდინარე წელს სარაგბო კომპლექსი აშენდება. პროექტის თანახმად, სპორტული კომპლექსი 13 000 კვ.მ-ზე განთავსდება. სამუშაოების ღირებულება 3 086 626 ლარია. ზემო ფონიჭალაში, N7, N5 და N11 კორპუსების მიმდებარედ, 12 000 კვ.მ-ზე მრავალფუნქციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეც მოეწყობა, სადაც საკონცერტო კუთხე, ამფითეატრი, საბავშვო და დასასვენებელი ზონები განთავსდება. ასევე, მოეწყობა სკეიტ პარკი, შინაური ცხოველების გასასეირნებელი ზონები, მწვანე ხეივნები და ველობილიკი.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)