06:38 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 18:49:36, 1941 ნახვა

რეგიონი
შუახევში, შეჭირვებულ ოჯახებზე შეშის გაცემა დაიწყო

ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით შუახევში, სათბობი შეშის დარიგება დაიწყო.

საშეშე მერქანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ ოჯახებს, თითოეულ ოჯახს ორი კუბური მეტრი შეშა დაურიგდება.

ბენეფიციარები, სპეციალურმა კომისიამ მათ მიერ მომართვიანობის საფუძველზე შეისწავლა.

დღეს სათბობი შეშა დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ოჯახს დაურიგდა.

 5-წევრიან, სოციალურად დაუცველ მეხვიდე დიასამიძეს საშეშე მერქანი , პირადად შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ, დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოადგენელ გია დავითაძესთან ერთად მიუტანა და ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდა.

სოციალური პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში საშეშე მერქანი 50-მდე ოჯახს ეტაპობრივად გადაეცემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics