|
2020-02-06 13:20:07, 783 ნახვა
საზოგადოება
„ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“ ბოლნისის მერია ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიას დაუნიშნავს
დაბა კაზრეთში ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ მუნიციპალური ტური გაიმართა. 2019 – 2020 სასწავლო წლის „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გახდა ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მე-9 სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ პაპუნაშვილი, რომელმაც კონკურსში 80 ქულა დააგროვა. ინტელექტ-ჩემპიონატს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ლევან ჟვანიასთან ერთად დაესწრო. ნიკოლოზ პაპუნაშვილი ბოლნისის სახელით უკვე ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას. მე-9 კლასის მოსწავლეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან ერთი წლის მანძილზე ყოველთვიური სტიპენდია 100 ლარის ოდენობით დაენიშნება. „ვულოცავ გამარჯვებულს, ამ მნიშვნელოვან და საამაყო წარმატებას. კონკურსის მონაწილეებს კი კარგი თამაშისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის განათლების სფერო განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამიტომ ეტალონის ბოლნისში ჩატარებას ყოველთვის დიდი სიხარულით ველით. ბოლნისის მერია ეტალონის გამარჯვებულს ყოველთვიურად ასლარიან სტიპენდიას უნიშნავს, რათა ახალგაზრდებში ახალი ცოდნის მიღების სურვილი გავზარდოთ. ჩვენ ვთვლით, რომ სტიპენდიების გარდა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს სკოლებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაც შევუქმნათ, რათა მათ კომფორტულად შეძლონ განათლების მიღება, ამიტომ ჩვენ წელს აქტიურად ვაგრძელებთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების რეაბილიტაციას. ბოლნისელ ახალგაზრდებს ასევე საშუალება აქვთ, სხვადასხვა შემეცნებით, კულტურულ და აკადემიურ რეგიონულ და საერთაშორისო პოექტებში მონაწილეობა მიიღონ. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის სწორი განვითარება სწორედ განათლებულ ახალ თაობაზე გადის, რომლებიც თავიანთი ინდივიდუალიზმითა და ნოვატორული იდეებით გამოირჩევიან“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)