|
2020-02-04 16:28:06, 1301 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მედიათეკებსა და ბიბლიოთეკებში ხვალ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება
თბილისის მერია და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. დედაქალაქის მედიათეკებსა და ბიბლიოთეკებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, დაგეგმილია მხატვრული ნაწარმოებების საჯაროდ კითხვა, ლიტერატურის შესახებ საუბრები და სხვადასხვა თემატური ღონისძიებები. 12:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ოფიციალურ გახსნას დაესწრება. მთავარი ღონისძიება მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს ეძღვნება. სწორედ მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ როსტომ ჩხეიძე, ზვიად კვარაცხელია, ნათია ფურცელაძე და გიორგი ლობჟანიძე, რომლებიც საჯაროდ წაიკითხავენ მონაკვეთებს მწერლის ჩანაწერების წიგნიდან - „უბის წიგნაკებიდან“. ამავე დღეს, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალებში ასევე სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებზეც დასწრება თავისუფალია: მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკას (ვაჟა-ფშაველას N99), 14:00 საათზე მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი დავით გაბუნია ეწვევა. სტუმარი წაიკითხავს ნაწყვეტებს ჯ. კ. როულინგის ჰარი პოტერის სერიებიდან და ისაუბრებს თემაზე "ჰარი პოტერი და გენდერული თანასწორობა". N7 ბიბლიოთეკაში (გრიგოლ რობაქიძის გამზირი, VI კვარტალი, N23 კორპუსი), 14:30 საათიდან, მწერალი გივი ჩიღვინაძე ბაღის აღსაზრდელებსა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საკუთარ საბავშვო ნაწარმოებებს წაუკითხავს. N17 ბიბლიოთეკაში (ნუცუბიძის პლატო, V მ/რ, N1 კორპუსი), 15:00 საათიდან, მწერალი, ევროპის ლიტერატურული პრიზის ლაურეატი ბექა ადამაშვილი წარმოადგენს ვიზუალურ პრეზენტაციას ამბის თხრობის შესახებ, ისაუბრებს მოყოლის ხელოვნებაზე და ჩაატარებს ლიტერატურულ ინტელექტუალურ თამაშს. N13 ბიბლიოთეკაში (გლდანი, VI მ/რ, N5 კორპუსი), 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება მწერალი ერეკლე დეისაძე, რომელიც მსმენელს თანამედროვე ქართულ პოეზიას წაუკითხავს. ვარკეთილის მედიათეკა (ვიქტორ კუპრაძის N2), 16:00 საათიდან უმასპინძლებს მწერალსა და დრამატურგს - ბასა ჯანიკაშვილს, რომელიც წაიკითხავს ნაწყვეტებს პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერიდან“ და ამავე ნაწარმოების მაგალითზე განიხილავს ლიტერატურული ტექსტის შექმნის ხელოვნებასა და მეთოდებს.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)