|
2020-02-03 11:13:33, 1150 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - პროტესტი გაგრძელდება, თუმცა მზად ვართ, ხელისუფლებასთან შეხვედრებში მონაწილეობა მივიღოთ
„ჩვენ მზად ვართ, რომ მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო სისტემაზე დიალოგის შემდეგ რაუნდში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. სერგი კაპანაძის თქმით, თუ ხელისუფლება არ შეცვლის წარმოდგენილ საარჩევნო სისტემას, ოპოზიციის მხრიდან არსებობს გეგმა „ბ“. „ჩვენ მზად ვართ, რომ მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო სისტემაზე დიალოგის შემდეგ რანდში, ველოდებით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მალე შემოგვთავაზებენ კონკრეტულ თარიღს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანაა ამ შეხვედრებზე ისეთ საარჩევნო სისტემებზე შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის პროპორციულ და სამართლიან წარმომადგენლობას პარლამენტში. შესაბამისად, ნებისმიერი წინადადება, რომელიც ამ მიზანს მოემსახურება, ჩვენთვის არის მისაღები. ჩვენ ორი კონკრეტული წინადადება უკვე გვქონდა, ერთი იყო მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები და მეორე – ცალკე აღებული გერმანული მოდელი. შესაბამისად, ასეთი ტიპის მოდელები შეიძლება, განვიხილოთ. თუ ხელისუფლება ამ დიალოგზე არ წამოვა და ამ საარჩევნო სისტემას არ შეცვლის. მინდა, პირდაპირ ვთქვა, რომ არსებობს ოპოზიციის მხრიდან გეგმა „ბ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ხვალ დაანონსებულ აქციას, მისი თქმით, ხვალ პარლამენტის წინ სირცხვილის კორიდორი მოეწყობა. „ოპოზიცია აპირებს, რომ აქციები და პიკეტირება, მწვავე პროტესტი განაგრძოს. ეს არის ქვეყანაში არსებული განწყობის გამოვლენა და შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ, გავჩერდეთ. გაგრძელდება ასევე ამ ეტაპზე, პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ხელისუფლებასთან შეხვედრებში, რომ იქნებ, შევთანხმდეთ საარჩევნო სისტემაზე“, – განაცხადა დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)