22:09 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 16:31:38, 828 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: 2019 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის შედეგებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გარემოსდაცვითი კონტროლის გაძლიერებაზე გაამახვილა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მაკონტროლებელი ორგანოს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილებათა მანდატისა და შესაძლებლობების გაძლიერება.

"2019 წელს, საქმიანობის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით,  მოხდა დეპარტამენტის სრული რებრენდინგი. დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა  411-დან 870 ერთეულამდე გაიზარდა. ტექნიკურ შემადგენლობას კი, მაღალი გამავლობის 65 ავტომანქანა და 2 „ბაგი“ დაემატა, ეკიპაჟები აღიჭურვა თანამედროვე მოწყობილობებით, კეთილმოეწყო რეგიონული სამმართველოების ოფისები. 2019 წელს განხორციელდა ღონისძიებები  თანამშრომელთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად - თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთას,  უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის გარანტიებით.

დღეს, დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ, მათ შორის, პრაქტიკულად, მიუვალ ადგილებში და ტყეებში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics