|
2020-01-30 15:42:25, 822 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და მანდატი იზრდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია ძლიერდება. დეპარტამენტი მალე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. შესაბამისი კანონპროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარადგინეს და უახლოეს პერიოდში პარლამენტს გადაეგზავნება. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ აღნიშნა კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ინსპექციის განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას. გაფართოვდება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილება და მანდატი. „აღნიშნული სიახლე უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის მეტ ეფექტურობას, განსაზღვრავს ინსპექციის საქმიანობის ძირითად დებულებას და მიმართულებებს. მოგვცემს საშუალებას შევქმნათ რეგიონალური წარმომადგენლობა, რაც კანონის უფრო ეფექტურად აღსრულებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე პარლამენტის, სახალხო დამცველის, პროფკავშირების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებით. პერიოდულად მოხდება სტრატეგიის განხორციელების შეფასება, მონიტორინგი და მთელი წლის პროცესის დაგეგმვა. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. მისივე თქმით, დამტკიცდა და დღეს გამოქვეყნდება მინისტრის ბრძანება, რომელიც რისკის შეფასების წესს შეეხება. ბრძანება ითვალისწინებს საწარმოო ორგანიზაციებში და ნებისმიერ დაწესებულებაში რისკის შეფასების ერთიან წესს, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას, მეორეს მხრივ დაეხმარება დამსაქმებელს და დასაქმებულს იმისთვის, რომ ეფექტურად დაიცვან უსაფრთხოების ნომრები, შეაფასონ საფრთხე და მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)