15:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 14:38:00, 1456 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა იქნეს ამ პერიოდში დაშვებული

„მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა დადგინდეს, რა დოზით აქვს კავშირი მაჩალიკაშვილს საქართველოში ტერორისტული ჯგუფის შემოსვლასა და ოპერაციის მომზადებასთან.

„იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, რომ მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს ამ პერიოდში დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, რომელსაც შეეძლო საქართველო მუხლებზე დაეყენებინა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გუშინ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილს დღეს პარლამენტში შესვლა და ბრიფინგის გამართვა სურდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაუწია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics