|
2020-01-29 12:04:06, 916 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე კომპანიებს მოუწოდებს, მეტროსადგურების განახლების პროცესში მონაწილეობა მიიღონ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიზაინერულ კომპანიებს მოუწოდებს, მეტროსადგურების განახლების პროცესში ჩაერთონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დიზაინის შემუშავების შემდეგ, უშუალოდ, მეტროსადგურების განახლების პროექტი განხორციელდება. „ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დაწყებული გვაქვს მეტროში მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძალოვანი კაბელების ცვლილება, არსებული ვაგონების განახლება-ჩანაცვლება და ა.შ. ყველაზე მთავარი კი არის ჩვენი მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები და გვინდა, ვთხოვოთ ყველა იმ კომპანიას, ვინც დიზაინით არის დაკავებული, აღნიშნულ პროცესში ჩაერთონ. მათ მივაწვდით სრულ ინფორმაციას ამ სადგურებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით, მეტროსადგურების საუკეთესო დიზაინი გვექნება და შემდეგ უკვე უშუალოდ, პროექტის განხორციელება მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დიზაინის შემუშავების შემდეგ, მეტროსადგურების განახლების პროექტის განხორციელება დაიწყება. „გარკვეული კვლევები, რაც საჭირო იყო დიზაინის შექმნამდე, უკვე ჩატარებულია. მაგალითად, ამდენი ხნის განმავლობაში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ განახლება ვერ მოვახერხეთ. ეს ჩვენი სირცხვილია, თუმცა აქ იყო გარკვეული პრობლემები იმიტომ, რომ საქართველოში არ მოიძებნა კომპანია, რომელიც შეძლებდა, სრულყოფილი კვლევა ჩაეტარებინა და შემდეგ დაედო დოკუმენტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემის მოგვარება, რაც იქ ორი წლის წინ მოხდა. დღეს, უკვე გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია. შემდეგი ეტაპი ვიზუალიზაცია და დიზაინია. მინდა, შესაბამის სტრუქტურებს გთხოვოთ, ყველა კომპანიას მივაწოდოთ არსებული დოკუმენტაცია, რათა ჩვენი მეტროსადგურები ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. დიზაინის შემუშავების სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ამისთვის საკმარისი თანხებიც გაგვაჩნია. შემდეგ კი, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყებთ მუშაობას პროექტის განხორციელების მიმართულებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)