19:52 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 15:59:58, 2057 ნახვა

საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ სასაზღვრო ავიაციის უფროსს - იოსებ არჯევანიშვილს, ბარისახოს სამმართველოს უფროსს - მამუკა ლიქოკელს, მის მოადგილეს - არმაზ წიკლაურს, ყაზბეგის სამმართველოს უფროსს - გიორგი ხმალაძეს და მესაზღვრეს - დავით ყამარაულს მადლობის სიგელები გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია 2019 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შესრულებული სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე გაიმართა. ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და მისი მოადგილეები - კახაბერ ჩიქოვანი და თემურ კუპატაძე დაესწრნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა ანგარიშის პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობისათვის მესაზღვრეებსა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს მადლობა გადაუხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics