17:07 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 14:05:49, 2109 ნახვა

კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი ახალგორის ე.წ საზღვრის დროებით გახსნაზე - გადაადგილების შესაძლებლობა შეღავათია

„ასეთი ზომაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, უდიდესი შეღავათია იმიტომ, რომ ისინი უკვე 5 თვის განმავლობაში არიან ფაქტობრივ ტყვეობაში ჩაკეტილები“,- ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო ხაზს მიღმა გადმოსვლას ძირითადად პენსიონერები ახერხებენ.

„არის გარკვეული მოძრაობა და გადაადგილების შესაძლებლობა,ძირითადად იმ პენსიონრებზე ვსაუბრობთ,რომელთაც ოჯახების ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში - წეროვანში ჰყავთ. ასეთი ზომაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ და უდიდესი შეღავათია იმიტომ, რომ ისინი უკვე 5 თვის განმავლობაში არიან ფაქტობრივ ტყვეობაში ჩაკეტილები," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თითქმის 5 თვიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი 10 დღით, 2 თებერვლამდე გახსნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics