|
2020-01-24 11:07:33, 936 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა
ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გამოიცა ბრძანება (https://matsne.gov.ge/document/view/4774118?publication=0), რომლის საფუძველზეც საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა. მსგავსი ცენტრი საქართველოსთვის ინოვაციურია - ასეთი მოდელის და ფუნქციების ორგანო საქართველოში დღემდე არასდროს ყოფილა. ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიზანი საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოება იქნება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მტიცებულებებზე დაფუძნებული და თანამედროვე გამოწვევების საპასუხო ანტინარკოტიკული პოლიტიკის განვითარებას. ამ მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკვე 5 წელია, რაც თანამშრომლობს ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA). საქართველოში ცენტრს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი − იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი უხელმძღვანელებს, ანგარიშვალდებული კი, ის ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან იქნება, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელშიც სხვა შესაბამის უწებებთან ერთად, შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე, დარგის ექსპერტები. ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი ორი დანაყოფისაგან შედგება. მონაცემთა კვლევის დანაყოფის ამოცანაა ნარკოვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება, საკონსულტაციო დანაყოფის მიზანი კი, კვლევის დანაყოფის თემატური მხარდაჭერა და მისთვის კონსულტაციების გაწევაა. შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების თანამშრომლების მიღება იუსტიციის სამინისტროში 2020 წლის თებერვლიდან დაიწყება და მათი შერჩევა კონკურსის წესით 2020 წლის მარტამდე მოხდება. ცენტრის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე მიიღო. ცენტრის დაფუძნება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგითა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაც არის გათვალისწინებული. მის ფუნქციონირებას ასევე ითვალისწინებს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნით საქართველო უზრუნველყოფს ნარკოვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებას, მათს ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)