10:05 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 15:57:41, 1040 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: სოფლის მეურნეობა ტურიზმთან და მწვანე პოლიტიკასთანკონტექსტში უნდა განვავითაროთ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო.

,,2019 წელი გამორჩეული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. ძალიან ეფექტურად იქნა ჩატარებული როგორც ნარინჯისფერი რთველი, ასევე ის ღონისძიებები, რომელიც ეხმარება ჩვენს ფერმერებს. სოფლის მეურნეობა ტურიზმთან და მწვანე პოლიტიკასთან კონტექსტში უნდა განვავითაროთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის გუნდს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ დამსწრე საზოგადოებას პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო და დაგეგმილ სტრატეგიაზე ისაუბრა. 2019 წელს უწყების ბიუჯეტი 15 362 854 ლარით იყო განსაზღვრული, მათ შორის, 10 608 324 ლარი მოხმარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებას, ხოლო 4 754 530 ლარი - გარემოს დაცვასა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგში გაწეული საქმიანობისთვის ფერმერები და აგრო მეწარმეები დააჯილდოვეს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეზენტაციას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები, მეწარმეები და ფერმერები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics