|
2020-01-22 18:44:20, 1307 ნახვა
საზოგადოება
მიშო ქუმსიშვილი: რუსი ოკუპანტი ღობავს შიდა ქართლს, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი-პარლამენტს
,,მაშინ, როდესაც რუსი ოკუპანტი გვიღობავს შიდა ქართლს, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გვიღობავს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტს, სადაც წესით და რიგით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პროტესტი იმართება“,-ამის შესახებ „გაბედეს“ წევრმა მიშო ქუმსიშვილმა პარლამენტთან გამართულ აქცია-პერფორმანსზე განაცხადა. „გაბედეს“ წევრი აღნიშნავს,რომ დასავლეთის მხრიდან მიღებული კრიტიკული შეფასების მოუხედავად , ხელისუფლება დემოკრატიულ ღირეულებებს ფეხქვეშ თელავს. ,,ეს არის სიმბოლური.მაშინ, როდესაც რუსი ოკუპანტი გვიღობავს შიდა ქართლს, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქალაქის ცენტრში გვიღობავს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტს, სადაც წესით და რიგით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პროტესტი იმართება.არავინ არ ჭამს ახლა იმას,რომ თრმე იმიტომ გადაღობეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია,რომ სჭირდება რესტავრაცია.ძალიან საეჭვოდ დაემთხვა.მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მწვავე, კრიტიკული განცხადებები კეთდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ეს ადამიანი მაინც ფეხქვეშ თელავს დემოკრატიულ ღირებულებებს”, - განაცხადა ,,გაბედეს” წევრმა მიშო ქუმსიშვილმა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)