|
2020-01-22 15:24:22, 1161 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვოლკან კოსკუნის შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახურის გამოცდილების გაზიარება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადება და საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფეროს მაღალ ფენებში მტვრის გადმოტანის შესაძლებლობის პროგნოზირება. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახური ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში. მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, გასულ წელს გამართულ მსოფლიო მეტეოროლოგიურ კონგრესზე, თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახურისთვის მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთის მეტეოროლოგიურ ცენტრებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის რამდენიმე სპეციალისტმა უკვე აიმაღლა კვალიფიკაცია; გარდა ამისა, თურქეთის მეტეოსამსახურის სპეციალისტების მიერ, საქართველოში სინოპტიკური პროდუქციის ვიზუალიზაციის თანამედროვე თურქული სისტემა დაინერგა. შეხვედრას თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, მუსტაფა კელიკი, მეტეოროლოგიური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, მურატ ალტიიოლარი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ანდრო ასლანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)