18:40 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 11:39:00, 953 ნახვა

საზოგადოება
აქცია-პერფორმანსი გენპროკურატურასთან - დემონსტრანტები შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებენ

გენერალურ პროკურასთან, სადაც დღეს საპროკურორო საბჭო გენპროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით პირველ სხდომას გამართავს, აქცია-პერფორმანსი იმართება.

აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დაბრუნებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მისი დანიშვნის შემთხვევაში დაიწყება მასობრივი პროტესტი.

დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ „მოპარული ბოტასის“ ძეგლი, რაც მათივე განმარტებით, შოთაძისა და ფირცხალავას პროკურატურასთან ასოცირდება.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე, რომელიც ერთხელ უკვე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას,  2018 წლის 31 მაისს პოსტი დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics