|
2020-01-21 14:33:06, 1393 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ფერომონების მწარმოებელი კომპანიის „ტრესე“ აღმასრულებელ დირექტორს, ბილ ლინგრენს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს და ფერომონზე დაფუძნებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „ტრესე“ აღმასრულებელ დირექტორს, ბილ ლინგრენს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების შედეგად, 2019 წელი, თხილის მოსავლის რაოდენობითა და ხარისხით გამორჩეული იყო. აღნიშნული შედეგის მიღწევაში აქტიური მხარდაჭერისთვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)