|
2020-01-21 10:30:26, 854 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი გლდანში მიმდინარე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. „გლდანელებს დავპირდით, რომ ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩები ახალ წლამდე, ქვედა ფენებში მოეწყობოდა და ჩვენი პირობა შევასრულეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი დამთავრებულია და სამუშაოები ბოლომდეა შესრულებული. კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი: ტროტუარების მოწყობა, ასფალტის მეორე ფენის დაგება, ვეკუას და ხიზანიშვილის შემაერთებელი გზაც მოწყობილია ქვედა ფენებში, ზემოთ ხოჭოს ქუჩა ფაქტობრივად დასრულებულია. ახლა ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ესაა ახმეტელის მეტროსთან მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რადგან ამდენი თანხა იხარჯება და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეაბილიტირდეს მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელშიც წვიმის დროს წყალი ჩამოდის და სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე იმ სავაჭრო ფართებისთვის, რომელიც აქაა განთავსებული. ერთი თვის განმავლობაში ეს მონაკვეთი იქნება გადაკეტილი და მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას შეფერხებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული. ძალიან სწრაფად დავამთავრებთ ამ პროექტს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამ დროისათვის დასრულებულია ასფალტობეტონის საფარის ქვედა ფენის დაგება, რაც აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო ნაკადების შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა; ასფალტის საფარის ზედა ფენა უკვე დაგებულია 14 000 კვ. მ ფართობზე; უკვე დაწყებულია სამუშაოები მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებზე, ასევე, მიწის ქვეშ ექცევა საჰაერო კომუნიკაციები, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ტროტუარები მოეწყობა; სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი, გარდა ამისა, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები. ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)