|
2015-07-28 12:46:40, 674 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, დედაქალის მერმა დავით ნარმანიამ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა გახსნეს და მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო „ASSIGNIA KOBRA“ შეასრულებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. „მეტროსადგურ „უნივერსიტეტი“, რომლის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს დედაქალაქის განვითარებაში. ის თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად განტვირთავს მიწისზედა ტრანსპორტის ნაკადებს და ხელს შეუწყობს ურბანული ტრანსპორტის შემდგომ განვითარებას. პროექტის ფარგლებში მოხდება გვირაბების რეაბილიტაცია, მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, ამოსასვლელები ვაჟა -ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინაღდეგო სისტემები, გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები. მშენებლობის ხანგრძლივობა 24 თვეა. თბილისის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისათვის გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სადგური, სადაც დღემდე დელისსა და ვაჟა-ფშაველას შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი მუშაობს, მეორე ხაზი კი ამ დრომდე არ არსებობს. ვაჟა-ფშაველასა და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის. მშენებლობის შედეგად, დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქლაქში არსებულ 22 მეტროსადგურს ახალი 23-ე სადგური დაემატება. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო ფირმმამ „ეუროესტუდიომ“ მოამზადა. პროექტს გავლილი აქვს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპერტიზა. ქართული ექსპერტიზის გარდა, პროექტი დამოუკიდებლემა იტალიელმა ექსპერტმაც შეაფასა. პროექტის დეტალები ასევე შეთანხმებულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილეები თორნიკე თორაძე და ტარიელ გუგავა, ასევე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და მეტროპოლიტენის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)