|
2015-07-27 20:06:10, 418 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მუხრანში უძველესი ძეგლები აღდგება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, I-II საუკუნეების ნაქალაქევი სოფელ ძალისში, ნიკო ბურის სასახლე და მუხრანის კარის ეკლესია, ინვესტორებისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება. ღარიბაშვილი ახალ საინვესტიციო პროექტებს და მუხრანის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალს გაეცნო. საინვესტიციო პროექტებზე „შატო მუხრანის“ დამფუძნებელი ფრედერიკ პოულსენი მუშაობს, რომელმაც მთავრობის მეთაურს მუხრანისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ საინვესტიციო პრეზენტაცია წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია-რესტავრაციის შემდეგ მუხრანი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად გარდაიქმნება. პრემიერ-მინისტრთან ერთად დღეს მუხრანში ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)