|
2020-01-15 13:13:36, 1193 ნახვა
საზოგადოება
ვოლვოს ორძრავიანმა ფლაგმანმა SUV XC90 T8-ამ საუკეთესო შვიდადგილიანი ავტომობილის წოდება მიიღო DrivingElectric-ის დაჯილდოებაზე
ვოლვოს ფლაგმანმა XC90 T8-ამ ორი ძრავით ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა DrivingElectric-ის დაჯილდოებაზე და საუკეთესო ელექტროფიცირებულ შვიდადგილიან ავტომობილად დასახელდა. ეს არის პირველი ჯილდო დიდი SUV-ის დამუხტვადი ჰიბრიდის ვერსიისთვის, რომელსაც მან მიაღწია მთელი რიგი მაღალი მაჩვენებლების, ტექნოლოგიების და დიზაინის განახლებების წყალობით. Volvo XC90 T8 ორძრავიანი მოდელი სრულიად ელექტროფიცირებული მართვის დიაპაზონით არის აღჭურვილი და 28.6 მილამდე მანძილის გავლისას გამონაბოლქვის გამოყოფის და ბენზინის მოხმარების გარეშე მუშაობს. ბენზინზე მომუშავე დახვეწილი ელექტრო აგრეგატები უზრუნველყოფენ მაღალ ეფექტურობას და მცირე საექსპლუატაციო ხარჯებს, CO2 გამონაბოლქვს 52 გ/კმ-დან და საწვავის ეკონომიას 113 მგ-მდე. XC90 T8 ორძრავიანი მოდელები აერთიანებენ ვოლვოს სახასიათო სკანდინავიურ სტილს. მდიდრულ დამახასიათებელ შტრიხებთან და შვიდადგილიანი ავტომობილის მოხერხებულობასთან ერთად, T8-ს გაუმჯობესებული აგრეგატები ყველა მათგანს უკომპრომისოს ხდის. Volvo XC90 T8 წარმოდგენილია ფართო არჩევანით: R-Design, R-Design Pro, Inscription და Inscription Pro ვერსიები. სტანდარტული მოწყობილობების მრავალფეროვანი მახასიათებლები მოიცავს საბარგულის განყოფილების ელექტრომართვად კარს, პარკირების უკანახედვის კამერას, LED ფარებს, ტყავის შალითებს (ტყავი ნუბუკით R-Design და R-Design Pro ვარიანტებში), წინა სავარძლების რეგულირებად გათბობას და სიმ ბარათს, რომელიც იტევს 100 გბ-მდე მონაცემებს. დაკავშირების სისტემა Sensus Connect 9 ინჩიანი სენსორული ეკრანით, თანამგზავრული ნავიგაცია, ხმით მართვის სისტემა და წვდომა Volvo On Call-თან დაკავშირებულია სერვისების პლატფორმაზე. ყველა მოდელი აღჭურვილია ვოლვოს City Safety აქტიური უსაფრთხოების სისტემით, როგორც გაუმჯობესებული უსაფრთხოების და მძღოლ-ასისტანსის სისტემის სრულყოფილი პაკეტის ნაწილი. ვოლვოს დამუხტვადი ბენზინის ძრავიანი და ელექტრო-ტრანსმისიის ჰიბრიდული სიმძლავრის ტექნოლოგია ხელმისაწვდომია ინგლისური მოდელების სრულ სპექტრში. DrivingElectric-ის რედაქტორმა ვიკი პაროტმა განაცხადა, რომ ჰიბრიდული აგრეგატები მოდელს, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ბაზრის ლიდერი, დამატებით ხიბლს სძენს: "ვოლვო XC90 დიდი ხანია SUV-ების დიდი ოჯახის მეფეა, ხოლო T8 ორძრავიანი დამუხტვადი ჰიბრიდის ფორმით, შვიდი ადამიანის გადაყვანაა შესაძლებელი კომფორტულ და მყუდრო გარემოში, ამავდროულად ეკონომიურად. ბოლო გაუმჯობესებებმა განაახლა მისი გარეგნობა და დახვეწა მისი ელექტრო-ტექნოლოგია, რის გამოც იგი ამ კლასის ავტომობილების სათავეშია.“ 2020 წლისთვის წარმოდგენილ XC90 T8-ში განსახორციელებელი გაუმჯობესებები მოიცავს, მაღალი ძაბვის ლითიუმ-იონის აკუმულატორის მოცულობის 10.4-დან 11.6 კილოვატ-საათამდე გაზრდას. ეს შედეგი წარმოადგენს 30%-ზე მეტ ზრდას ავტომობილების მხოლოდ ელექტრო მართვის დიაპაზონში 21.7-დან - 28.6 მილამდე, რაც ნიშნავს, რომ XC90-ით შესაძლებელია ტიპიური ყოველდღიური მგზავრობა არანაირი გამონაბოლქვით ან ბენზინის მოხმარებით. XC90 T8-ს საუკეთესო, თანამედროვე სკანდინავიური დიზაინი კიდევ უფრო დაიხვეწა, ახლებურად დამუშავებული ცხაურებითა და წინა ბამპერით, ახალი დისკების დიზაინით და ფერების კომბინაციის ვარიანტებით. T8 ორძრავიანი მოდელებისთვის დამახასიათებელი თვისებები მოიცავს ოთხზონიან ელექტრონულ კლიმატ-კონტროლს, გამაგრილებლით აღჭურვილ სანივთეს, კონდიციონერს სავარძლების სამივე რიგისთვის, 4.5-მეტრიან დამუხტვის კაბელს და კაბელისთვის განკუთვნილ შესანახ ჩანთას. Volvo Car UK-ის მმართველმა დირექტორმა კრისტიან ელვეფორსმა განაცხადა: "დიდად ვაფასებთ ამ ჯილდოს, რადგან იგი გამოხატავს ჩვენს თავდადებას, მივცეთ მომხმარებელს საშუალება შეიგრძნოს ელექტროფიცირებული აგრეგატების ეკონომიურობისა და სიძლიერისგან მიღებული სარგებელი და ამავდროულად ზუსტად ის ხარისხი, რასაც ვოლვოსგან მოელიან - ულამაზესი დიზაინი, უსაფრთხოება, უმაღლესი ხარისხი და პრაქტიკულობა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ელექტროფიცირებული შემოთავაზებების გაფართოების მიმართულებით და ახლახანს შევქმენით დამუხტვადი ჰიბრიდის ტექნოლოგია, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი მოდელების მთლიანი სპექტრისთვის და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ პირველ სრულად ელექტროფიცირებულ ვოლვოს.“ ვოლვო XC90 T8-ას შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და ავტომობილის ონლაინ-კონფიგურატორით სარგებლობისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს: volvocars.com/ge
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)