18:22 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-14 16:34:40, 1486 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი ჩორჩანას ბორდერიზაციაზე: ეს არის სასიცოცხლო არხის გადაკეტვა, მოსახლეობის მძევლად აყვანა

„ეს არის სასიცოცხლო არხის გადაკეტვა, მოსახლების მძევლად აყვანა, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი“, - ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ დაწყებულ ბორდერიზაციის საკითხს.

მინისტრის თქმით, გადაადგილების გასახსნელად ყველა საერთაშორისო ფორმატით,  მაქსიმალური ძალების მობილიზება ხდება.

„ეს არის სასიცოცხლო არხის გადაკეტვა, მოსახლების მძევლად აყვანა, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით ვცდილობთ, რომ მოხდეს მაქსიმალურად ძალისხმევის მობილიზება და შესაბამისად ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ გადაადგილება გაიხსნას, პირველ რიგში მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს კონსულტაციები  საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics