|
2020-01-11 15:54:21, 2291 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე: ოპონენტების კრიტიკა, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა მთავრობის არასწორი მენეჯმენტის გამო გაუვიდა უსაფუძვლოა
„ეს პროგრამა არ არის პრეპარატების გასაღების პროგრამა, ეს არის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის პროგრამა C ჰეპატიტისგან განკურნებისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ოპონენტების კრიტიკა, რომ C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყოფილ ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პრეპარატებს ვადა მთავრობის არასწორი მენეჯმენტის შედეგად გაუვიდა უსაფუძვლოა. „ის, რომ თითქოს პროგრამა ჩავარდა, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ისინი აპელირებენ 2018 წლის მონაცემზე, როდესაც 2000 პაციენტით ნაკლებმა მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, ვიდრე ამის საშუალებას იძლეოდა პრეპარატების ოდენობა. ამიტომ, პრეპარატების შესაბამისი ოდენობა დარჩა მოხმარების გარეშე. ეს პროგრამა არ არის პრეპარატების გასაღების პროგრამა, ეს არის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის პროგრამა C ჰეპატიტისგან განკურნების. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს გამოვლენა. მე ვფიქრობ, აქ უნდა იყოს აქტიურობა არა მხოლოდ უწყების და დარგის სპეციალისტების, არამედ პაციენტებისაც. ამ შემთხვევაში იქნება მაღალი მოხმარება პრეპარატის და რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ქვეყანაში ელიმინაცია“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. აუდიტის დასკვნამ ჯანდაცვის უწყებაში C ჰეპატიტის პროგრამის ხარვეზები გამოავლინა, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება.
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)