19:22 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 14:13:22, 2479 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: 2020 წელი ინტერნეტიზაციის პროგრამის აქტიური განხორციელების ფაზა იქნება

„ინტერნეტიზაციის პროექტით ძალიან დაინტერესებულია მსოფლიო ბანკი, რომლის მხარდაჭერითაც, ქვეყანაში უკვე ხორციელდება 5 წლიანი სტრატეგია.  მათი მხრიდან ასევე გამოთქმულია სურვილი, რომ „ოუფენ ნეტის" პროგრამაც დააფინანსონ. ჩვენ, რა თქმა უნდა,  გაგვაჩნია საკუთარი სახსრები, მაგრამ როდესაც დაზუსტდება ბიუჯეტი, შემდეგ განისაზღვრება, გვჭირდება თუ არა დამატებითი წყაროები პროექტის განხორციელებისთვის", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული ორი საკითხი - „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია და საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.

ნათია თურნავას თქმით, დაგეგმილია მარეგულირებელ კომისიასთან ერთად პროექტის მთლიანი დიზაინის შესყიდვა, რადგან დიზაინი განსაზღვრავს სწორედ ბიუჯეტს და აქედან გამომდინარე, განისაზღვრება წყაროებიც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უშუალოდ ქსელის მშენებლობას განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდი. ნათია თურნავას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ყველაზე გამოცდილი სტრუქტურა, რომელიც წლებია, ახორციელებს მსოფლიო ბანკის პროექტებს, არის სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდი. 

„აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს. გადავწყვიტეთ, რომ  პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად იმისთვის, რომ უკვე მომავალ წელს შევძლოთ ქსელის მშენებლობის დაწყება, ხოლო მისი თანმიმდევრობა, რეგიონები, შემდეგი ვადები განისაზღვრება მთავრობასთან შეთანხმებით. პროექტის კოორდინაციას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics