00:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 10:40:01, 841 ნახვა

საზოგადოება
ჩარგალში ვაჟაობა გაიმართა

დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმში, სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ გაიმართა, რომელიც პოეტის გარდაცვალების 100 წლის თავს მიეძღვნა.

ვაჟაობა ლუდსახარში „ზედაზენის“ მხარდაჭერით გაიმართა.

მწერლის სახლ-მუზეუმთან ეროვნული სამოსის, ხელნაკეთი ნივთებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სცენაზე კი ერთმანეთს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ფოლკლორული ანსამბლები ენაცვლებოდნენ. მოეწყო ტრადიციული სადღესასწაულო დოღი - „ვაჟაობის მხედარი’’, ჩატარდა “ლუდის კოდის” დალოცვის ძველებური, საჩვენებელი რიტუალი. ღონისძიება დასრულდა საღამოს გალა კონცერტით- “რჩეული ბრენდები ვაჟასთვის”, სადაც ცნობილმა ბენდებმა: ჯგუფი ,,33ა’’, ჯგუფი ,,ხიდი’’, ჯგუფი ,,ბანი’’, შეასრულეს ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი კომპოზიციები.

მნიშვნელოვანია  ის  ფაქტი, რომ წელს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა  - სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics