11:49 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 15:41:52, 1466 ნახვა

რეგიონი
სოფელ ორმოცთან ხანძრის ქრობის პროცესში 2 ვერტმფრენია ჩართული

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროცესში დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის მხარეებიდან. ცოცხალი ძალის რაოდენობა გაზრდილია 200 მეხანძრე-მაშველამდე.

"ადგილზე დრონის საშუალებით ხდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.

სოფელ ორმოცის მიმდებარედ მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

სოფელ ორმოცთან მუშაობს ეროვნული სატყეო სააგენტოს 15 თანამშრომელი", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics