09:48 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 11:33:26, 1068 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებზე ყველაფერი უხარისხოდაა გაკეთებული - დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავიდან ჩაატარონ სამუშაოები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის თანამშრომლები დღესვე დაიბარონ, რადგან საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები არაჯეროვნად არის შესრულებული.

როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კომპანიამ საკუთარი ხარჯებით, სამუშაოები თავიდან უნდა განახორციელოს.

„რამდენიმე დღის წინ მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. გულზე შემოგეყრებათ სამუშაოები ისე არის შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამიტომ, მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დღესვე დაიბარეთ კომპანიის წარმომადგენლები და საგზაო სამუშაოები თავიდან განახორციელონ. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის ჩაბარება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლებმაც, რომლებიც პერიოდულად ამოწმებდნენ სამუშაოებს, აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდ არის ყველაფერი გაკეთებული. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანიის თანამშრომლები და თავიდან ჩაატარონ სამუშაოები, როგორც ნორმალურ ქალაქებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები უნდა დაექვემდებარონ იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics