|
2019-12-24 17:36:32, 1306 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: მოსახლეობის აქტიური დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია
2020 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დაიწყებს. სააგენტოს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მოსახლეობის აქტიური დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო მომავალი წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს. სააგენტოს პრეზენტაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გამართა. მისი თქმით, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გააგრძელებს არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას, რაშიც შედის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა, ამავე დროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ს დაემატება ახალი ფუნქციები და გაიზრდება ეფექტურობა. კონფერენციაზე დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშიც წარადგინეს. როგორც დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა აღნიშნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების სერვისების მეშვეობით მუშაობა დაიწყო 7000-მდე ადამიანმა, მათ შორის კი 500-ამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. „შედეგებით არ ვართ კმაყოფილი თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, პროგრამები ხდება უფრო პოპულარული ჩვენი საინფორმაციო პორტალი worknet.gov.ge-ს საშუალებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გავზრდით მაჩვენებელს“, - განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, თეა ახვლედიანი და ზაზა ბოხუა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოხდა წლის საუკეთესო პარტნიორებისა და დამსაქმებლების გამოვლენა და მათი დაჯილდოება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)