09:49 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 16:28:33, 1304 ნახვა

საზოგადოება
ლუკა სირაძის ოჯახი მოზარდის დაკითხვაში მონაწილე სხვა პოლიციელების დაკავებას მოითხოვს

„ამ ეტაპზე, ოჯახის მთავარი მოთხოვნა იმ პირების დაკავებაა, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ჩემი ძმის დაკითხვის პროცესში“, - ამის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაკითხვისას პოლიციელები საკმაოდ დაიძაბნენ, რადგან ჩემს ძმას ბრალს ვერ უმტკიცებდნენ.

„ჩემს ძმას ბრალს რომ ვერ უმტკიცებდნენ და თვითონაც არ აღიარებდა, როგორც ვიცი დაიძაბნენ. უკვე ჩემი ძმაც საკმაოდ ხმამაღალი ტონით პასუხობდა და ისიც აგრძელებდა მუქარას. ზევით მჯდომი ერთ-ერთი პოლიციელი ადგა და დედის თვალწინ ჩემ ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა. ახლა ვერ იხსენებს სახეებს, მაგრამ შესაძლოა თუ ნახავს ამოიცნობს.

ამ ეტაპზე, ოჯახის მთავარი მოთხოვნა იმ პირების დაკავებაა, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში“, - განაცხადა ბექა სირაძემ.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics