|
2019-12-24 17:09:31, 1235 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა კრწანისის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ჯაფარიძეს იმ საქმისთვის, რასაც კრწანისის რაიონისთვის აკეთებს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენი გუნდის სიძლიერე მხოლოდ კახა კალაძე ან მერიის და გამგეობის თანამშრომლები არ არის. ჩვენი სიძლიერე ის ერთობაა, რასაც ყოველდღიურად, მოქალაქეებისგან ვხედავთ. ეს ყველაფერი კი დამატებით გვაძლევს ძალას, რომ ქალაქს ღირსეულად ვემსახუროთ. ყველამ ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გროვდებოდა. ჩვენ სწორედ იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ ის ადამიანები ვართ, ვინც ეს ყველაფერი უნდა მოაგვაროს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს - 1.3 მილიარდ ლარს აღწევს, რომლითაც მუნიციპალიტეტი ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შეძლებს. მისი თქმით, მომავალ წელს კრწანისის რაიონში ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქცია იგეგმება. „წლევანდელი წელი ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებით საკმაოდ საინტერესო იყო. შემიძლია დაგპირდეთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება და კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდება, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობთ. რიგითი მოქალაქეები მხარს გვიჭერენ და ჩვენს ქალაქს გულშემატკივრობენ. თქვენი მხარდაჭერა დამატებით ენერგიას გვაძლევს და მზად ვართ, ქალაქს მომავალ წელსაც 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კრწანისის გამგებელმა საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე რაიონში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ლევან ჯაფარიძის განცხადებით, გზის საფარი 261 მისამართზე მოწესრიგდა; 25 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განხორციელდა; ფონიჭალაში ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობით, 400-მდე ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაეჭრა. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რაიონში 30 ახალი სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა მოეწყო; აშენდა გრუნტის დამჭერი 29 კედელი; სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო 200 მისამართზე ჩატარდა; მოეწყო და რეაბილიტირდა 35 სკვერი; გამწვანების სამუშაოები 965 მისამართზე განხორციელდა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, გამგეობის მიერ სხვადასხვა სახის 181 პროექტი დაფინანსდა; კაპიტალურად გამაგრდა კოტე აფხაზის, საიათნოვასა და გორგასალის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლები; ჩატარდა კულტურული და სპორტული 25 ღონისძიება; 62 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა. „მინდა თითოეულ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ და ჩვენს რაიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ. კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 26 935 364 ლარი დაიხარჯა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)