|
2019-12-24 17:07:08, 1358 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, 35 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე აჭარის საბინაო ფონდიდან ბინები გადაეცა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებულ ადამიანებს. მათ შორისა: ლაშა გობაძე - სპორტსმენი, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, შორენა დოლიძე - პედაგოგი, პოეტი, კლინიკური ფსიქოლოგი, ოთარ მიქელაძე - აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,არსიანის" დირექტორი, მამუკა მანჯგალაძე - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. ასევე, ბინა გადაეცა მოქალაქე ჯუმბერ ნინიძეს, რომელსაც ყავს 2 არასრულწლოვანი შვილი. მათ წლების განმავლობაში უწევდათ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში, რომელიც უარყოფითად აისახა ბავშვების ჯანმრთელობაზე. ასევე, აჭარის მთავრობის სხდომაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ. გარდა ამისა, მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებულ (ეკომიგრანტ) 34 ოჯახს, სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, 2020 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაეწევათ დახმარება 25 000 ლარის ოდენობით. „დღეს მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გავაჟღერო. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ტრადიციად გადაიქცეს და წინასაახალწლოდ განსაკუთრებით დამსახურებულ ადამიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო ფონდიდან გადავცეთ ბინები. ასევე, დღეს 30 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ფართი. მივიღე გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან სოფელ თხილვანაში მცხოვრებ 34 ეკომიგრანტ ოჯახს 2020 წელს გადაეცეს ფულადი კომპენსაცია 25 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)