|
2019-12-23 18:49:01, 1803 ნახვა
რეგიონი
მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ტურისტი ყუროს მთაზე დაშავდა. ის მაშველებმა 100 მეტრის სიმაღლის ხევიდან ამოიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სტეფანწმინდაში, ყუროს მთაზე იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. 30 წლის დაშავებული ტურისტის დასახმარებლად, ყაზბეგიდან შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. ოპერაციაში, ასევე, თბილისიდან ჩაერთო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი, 8 მაშველის შემადგენლობით. მოქალაქის ადგილსამყოფელის დასადგენად გამოყენებული იყო დრონი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად დროულად მოახერხეს ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე დაშავებული ტურისტის პოვნა და ამოყვანა 100 მეტრის სიმაღლის ხევიდან. მოქალაქე მაშველების მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას, სადაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა შესაბამისი დახმარება. ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)