12:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 18:37:55, 1886 ნახვა

კომენტარი
კახა კოჟორიძე: გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი

პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი. ის, ასეთი გადაწყვეტილებების დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით,-ასე გამოემხაურა პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას.

კოჟორიძის თქმით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

"პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი. ის, ასეთი გადაწყვეტილებების დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით. ჩვენ უნდა ვთხოვოთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე და მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რათა ამ ტიპის განცხადებებმა, შემდგომში არ გააჩინონ აღქმა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს დააზიანებს," - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

 შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი „სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, "კეთილ ადამიანებსაც" შეიწყალებს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics