|
2019-12-20 18:14:56, 1353 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
„აუცილებლად ვითხოვ პრემიერ-მინისტრთან პირად შეხვედრას და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“,- ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა, ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეეგუება და ბრძოლას გააგრძელებს. „ჩვენთვის, ისევე როგორც ყველასთვის, ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება იყო სამწუხაროდ, რაც მოხდა. ეს არის მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება ყოფილიყო გამოტანილი ვაჟასთვის, რომელსაც ჩვენ არაფრით არ შევეგუებით, რადგან ადამიანი ისჯება მხოლოდ იმ ისთვის, რისიც სჯერა. მას არანაირი კრიმინალი, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ანუ ისჯება თავისი იდეებისთვის და სწორი იდეებისთვის, ჩვენ ვფიქრობთ, არა მარტო ჩვენი ოჯახი და გულშემატკივრები, არამედ, მე ვფიქრობ, მთელი ცივილიზებული საზოგადოება. ჩვენ ისევ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს, რადგან უნდა მოხდეს მაქსიმალური გააქტიურება და სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. ეს არის ღირსების საქმე, არა მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ სახელმწიფოსთვის, რომლის უპირველესი ვალია ადამიანის უფლებების დაცვა და მისი იდეების გამო ციხეში გამოკეტვა სრულიად აბსურდია. ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ბერკეტების გააქტიურებას რაც ხელგვეწიფება. ბრძოლა მაქსიმალურად იქნება გაგრძელებული, მაგრამ კონკრეტულ გეგმებს ამ წუთში ვერ მოგახსენებთ, აუცილებლად ვითხოვ პრემიერ-მინისტრთან პირად შეხვედრას და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება“,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)