|
2015-07-24 17:45:20, 533 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს შეხვდა
თბილისი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის მზად არის– საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის, პატრიკ ჰიკის შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპის ახალგაზრდულიოლიმპიური ფესტივალისთვის გაწეული სამუშაობის გამო და საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა. „მოვინახულე სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული დაგანახლებული ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი შედეგი ვიხილეთ, ოლიმპიური ობიექტები შეესაბამება საერთასორისო სტანდარტებს. ყველაფერი არის მაღალ დონეზე შესრულებული“, - აღნიშნა პატრიკ ჰიკმა შეხვედრაზე. მისივე განცხადებით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დღეებში, თბილისს სპორტსმენებთან ერთად, მათი მშობლები და გულშემატკივრები ეწვევიან, რაც არის კარგი საშუალება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესაფასებლად. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და „თბილისი 2015“–ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)