22:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 16:36:59, 2315 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ერეკლე კუხიანიძეზე: პოსტი არ მინახავს - გინება სამწუხარო ტენდენციაა, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს

„პოსტი არ მინახავს - ზოგადად გინება სამწუხარო ტენდენციაა, რომელსაც საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, მისი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის გინება მიუღებელია და ყველას მოუწოდა, მსგავსი გამოხატვის ფორმებისგან თავი შეიკავონ.

„გინებას რაც შეეხება, ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რომელსაც ამკვიდრებს საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა მისი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის ჩემთვის პირადად აბსოლუტურად მიუღებელი და ზოგადად რაც შეეხება გინებას, ყველას მოვუწოდებ, რომ ამისგან თავი შეიკავოს. ვნახავ მის პოსტს და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, თბილსის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორები უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics