|
2015-07-23 19:12:39, 426 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი ჩეხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვედრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს მარტინ სტროპნიცკის შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურ შეხვედრაზე ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ჩეხმა კოლეგამ კიდევ ერთხეულ დაადასტურა ჩეხეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს“, - აცხადებენ სამინისტროში. ჩეხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ოფიციალურ შეხვედრას ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ სპეციალურად სტუმრებისთვის სადილი გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)