13:45 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 16:41:26, 3279 ნახვა

რეგიონი
შუახევის ბაგა-ბაღებში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

დღეს ნიგაზეულის ბაგა-ბაღში საახალწლო განწყობა სუფევდა. დღესასწაული, რომელიც პატარებს განსაკუთრებულად ახალისებს, ახალი წელია.

სანტა კლაუსისა და ფიფქიას სამოსით მორთულმა პატარა აღსაზრდელებმა საყვარელ პედაგოგებთან ერთად საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს.

ღონისძიებას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე, მერის რწმუნებული ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ივერი კაკალაძე და ადგილობრივები ესწრებოდნენ, რომლებმაც პატარებს მიულოცეს დამდეგი 2020 წელი და ლაღი ბავშვობა უსურვეს.

დღეიდან, შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში და ალტერნატიულ ჯგუფებში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. 560 აღსაზრდელი მიიღებს მერიისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების საჩუქარს - საახალწლო ნობათს.

ნიგაზეულის ბაღის პარალელურად საახალწლო ღონისძიებები გაიმართა ფურტიოს ბაგა-ბაღში და ნენიის ალტერნატიულ ჯგუფში.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics