|
2019-12-12 10:52:46, 1734 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თბილისში 2 პირი: 1966 წელს დაბადებული გ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ნ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს როგორც პოლიციის თანამშრომლები გაეცნენ, მოატყუეს თითქოს ერთ-ერთი მათგანი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში იმყოფებოდა და მუქარით ცდილობდნენ 20 000 აშშ დოლარის გამოძალვას. „პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)