|
2019-12-11 17:17:46, 1997 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული თარგის გამწვანებაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარედ არსებული თარგი გაამწვანა. ღონისძიებაში თბილისის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილე მაია ბითაძემ მიიღეს მონაწილეობა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილია დახაზვისა და ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ ჩატანის სამუშაოები, განათების მიწყობა და გამწვანება. „კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დამთავრებულია. მოძრაობა ყოველგვარი შეფერხების გარეში არის აღდგენილი, ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან. გარკვეული დისკომფორტი იყო რამდენიმე თვის განმავლობაში, რის გამოც მინდა კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს შეეხო, თუმცა, ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმისთვის, რომ ასე ხარისხიანად მოწყობილი გზა. დღეს გვაქვს გამწვანებითი სამუშაოების აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. მთლიანად მაგისტრალი იქნება გამწვანებული და გალამაზებული თავისი განათებებით. დარჩენილ სამუშაოებს რაც შეეხება, ეს არის ცენტრალური მაგისტრალის დახაზვა, გარდა ამისა, განათების ძველი ბოძები მთლიანად მოიხსნება, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ იქნება ჩატანილი. გაზაფხულისთვის ეს ყველაფერი მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის სამ მეტრზე მაღალი ხეები დაირგო. გარდა ამისა, ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის ,,ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 2 000 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე, 800 ძირი ბუჩქი, 20 000 ძირი ტუია და 3 500 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგვება. გამწვანების პროცესში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორისა და ისნის რაიონების გამგებლები, „ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ნოზაძე და საკრებულოს დეპუტატები ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)