23:40 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 16:26:53, 1250 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს არ უნდოდა ჩვენი ჯარის შეურაცხყოფა

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს ნამდვილად არ უნდოდა ჩვენი ჯარის შეურაცხყოფა“,- ასე ეხმაურება  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, სასურველი იყო პრეზიდენტის განცხადებაში არ ყოფილიყო არანაირი ეჭვის საფუძველი, რომელიც მისი ინტერპრეტირების საშუალებას მოგვცემდა.

„რა თქმა უნდა, სასურველია ქალბატონი სალომეს განცხადებაში არ ყოფილიყო არანაირი ეჭვის საფუძველიც კი  იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მისი განცხადების ინტერპრეტირება. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქალბატონ სალომეს არ უნდოდა იმის თქმა, რაც თქვა, თუმცა ამასთან ერთად, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბუნებრივია, ჯარი გვყავს, შესაბამისი იარაღი და აღჭურვილობაც აქვს ამ ჯარს და რა თქმა უნდა, ჩვენს ჯარშიც  მსახურობენ ყველაზე ღირსეული წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის. იცავენ ჩვენ ქვეყანას და რა თქმა უნდა, მსახურობენ საერთაშორისო მისიებში, რასაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ვიცი, რომ ქალბატონმა სალომემ და მისმა ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება იმ კონტექსტთან დაკავშირებით, რა კონტექსტშიც იყო ნახსენები ქართული ჯარი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს ნამდვილად არ უნდოდა ჩვენი ჯარის შეურაცხყოფა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics